პროექტის მთვარი იდეა: გრავიტაციული ძალა არის ყველგნ და ყველფერში.
პროექტის აქტულობა:გრავიტაციული ველის შესახებ ცოდნის გაღრმვება, როგორ და რა სახით შევიგრძნობთ მას.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები ეჩვევინ ჯგუფურ მუშაობას,იკვლევენ, ამყარებენ კავშირს საგნობრივ მეცნიერებებთნ, იღრმავებენ ცოდნას.
მონაწილეთ ასაკი:VIII კლასი.
ჩატარების თარიღი: 20 ოქტომბერი;
პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ვიდეო მასალა, გ. დვალის ლექცია,
პროექტის მოკლე აღწერა- მსოფლიო მიზიდულობის კანონი;მისი ნიუტონისეული დახასიათება; გრავიტაციული მუდმივა;
გულის ანატომია; შეყვარებულ ადამიანთა ურთიერთობა (დედა-შვილის, მეგობრების, ქალ-ვაჟის. საქართველოში, საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყნის ადამიანებს შორის)
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეთა l ჯგუფი წარმოადგენს მსოფლიო მიზიდულობის კანონის აღმოჩენის ისტორიულ მონაცემებს, აღწერს კანონს ფორმულის სახით F=Gm*m/r2, ადარებს კულონის კანონს, მოკლე მიმოხილვას აკეთებს ისააკ ნიუტონზე, აქცენტი უნდა გაკეთდეს თუ როგორი სიხარულით შეჰყურებდა მეცნიერი აღმოჩენილ კანონს.ადარებს ნოდარ დუმბაძისეულ მარადისობის კანონს.
II ჯგუფი წარმოგვიდგენს კვლევის შედეგებს ადამიანთა ურთიერთობაზე, სადაც m,m -ით გაიზომება სიყვარულის სიდიდე, რომელსაც ასევე ადარებს მასის ცნებას, ხოლო r -ს --ადამიანთა შორის მანძილს. აკეთებს დასკვნას მოძიებული მასალის საფუძველზე და აანალიზებ, თუ რაზეა დამოკიდებული სიყვარულის ძალა, ჰგავს თუ არა ნიუტონისეულ კანონს ჩვენს მიერ მიგნებული სიყვარულის ფორმულა.(მასალას უნდა ერთვოდეს აუდიო მასალა)
III ჯგეფი წარმოადგენ მასალას: აქვს თუ არა ასაკს მნიშვნელობა, რადგან მსოფლიო მიზიდულობის კანონი სამართლიანია ნებისმიერი მასის სხეულებისათვის, ნებისმიერი მანძილისათვის, აღწევ ყველგან და ყველაფერში, იგი მხოლოდ მიზიდულობის კანონია.კარგია თუ დაურთავენ გია დვალი ლექციას.
IV ჯგუფი იკვლევს გულის ანატომიას, სისხლის მიწოდების სიჩქარეზე, პულსაციაზე, აგებს დიაგრამებს.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებ გამოაქვთ დასკვნა, რომ ფიზიკა მხოლოდ ფორმულების კორიანტელი არ არის, იგი იკვლევს თითქმის ყველა სფეროს,აყალიბებს ცნებების, ფორმულების სახით, აკავშირებ მოვლენებს ერთმანეთთან... ყველაზე დიდი რამ-სიყვარულის ცნება.
პრიექტის მიზანი: ბავშვები ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, აზროვნებას, ურთიერთობას, ანალიზს, სინთეზს. იღრმავებენ ცოდნას.
საგნობრივ ჯგუფთან კავშირი: ბიოლოგია.
პროექტის ხელმძღვანელი: ლ. ფეიქრიშვილი.
ხელმძღვანელის ალ. ფოსტა-luizapeiqrishvili.@Gmail.com
No comments:
Post a Comment